განხეთქილება ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში

ახალი ათონის სვიმონ კანანელის სახელობის მონასტერში წინამძღვრად რუსეთის ეკლესიის მღვდელთმსახურის, ეფრემ ვინოგრადოვის მივლინება მოსკოვის პატრიარქმა კირილე მეორემ  ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში მოღვაწე სასულიერო პირის, ბესარიონ აფლიაას თხოვნის საფუძველზე გადაწყვიტა, იუწყება აფხაზური პრესა.  მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ახალი ათონის მონასტერში მოღვაწე  წინამძღვარმა მამა ანდრია ამპარმა, ბერებმა და მრევლმა ეს დანიშვნა გააპროტესტეს და მონასტერში ვინოგრადოვთან ერთად მისული აფლიაა და მათი თანმხლები პირები მონასტერში არ შეუშვეს. იქვე გადაწყდა,  რომ 15 მაისს ახალი ათონის მონასტერში აფხაზეთის საეკლესიო-საერო  შეკრება ჩატარდება აფლიაას ქმედებების განსახილველად.

დაპირისპირება აფხაზ სასულიერო პირებს შორის, რომელმაც ხუთი წლის წინ ზენიტს მიაღწია, ახლა კვლავ განახლდა. ხუთი წლის წინ აფხაზეთის ეპარქიის მმართველებად მამა ბესარიონ აფლიაა და მამა ანდრია ამპარი დაინიშნა, თუმცა კულუარული საეკლესიო ინტრიგების შედგად, აფლიაამ მამა ანდრია მმართველობას ჩამოაცილა და ეპარქიის ერთადერთ მმართველად იქცა. ამის შემდეგ აფლიაამ ცხუმ- აფხაზეთის ეპარქია  ”აფხაზეთის დამოუკიდებლ ეკლესიად”   გამოაცხადა და დაპირიპირება თითქოს ჩაცხრა. თუმცა, ვინოგრადოვის დანიშვნამ დაპირიპირება სასულირო პირებს შორის ისევ გაამწვავა.

მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურმა განცხადებამ, რომ ეფრემ ვინოგრადოვი ახალი ათონის მონასტერში წინამძღვრად არ დაუნიშნავთ და მხოლოდ წინამძღვრის თანაშემწედ მიავლინეს, ვითრება ვეღარ განმუხტა. განცხადება მოსკოვის საპატრიარქომ  მას შემდეგ გააკეთა, რაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ დანიშვნის შესახებ ახსნა-განმარტება ოფიციალურად მოითხოვა.

კომენტარები