პირველად ისტორიაში რომის პაპმა ხალხის კითხვებს ტელევიზიის საშუალებით უპასუხა

კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში პირველად რომის პაპმა, ბენედიქტე მეთექვსმეტემ ხალხის შეკითხვებს სატელევიზიო ეთერის საშუალებით უპასუხა. პონტიფიკოსმა იტალიური ტელეარხის, RAI-ს ეთერში ისაუბრა.

82 წლის პაპმა ერაყელ ახალგაზრდებთან საუბრისას რელიგიებს შორის დიალოგის აუცილებლობაზე ისაუბრა, ხოლო სამოქალაქო ომით მოცული კოტ-დივუარის მაცხოვრებელს კი სულიერი სიმშვიდისკენ მოუწოდა. “ძალადობა უფლისგან არასოდეს მოდის, ძალადობას კარგი არაფერი მოაქვს, დამანგრეველი ძალაა და არა სიძნელეების დაძლევის გზა,” აღნიშნა მან.

11 წლის იაპონელმა გოგონამ პაპს ჰკითხა, თუ რით აიხსნება იაპონიაზე თავს დამტყდარი მიწისძვრა და ცუნამი. ბენედიქტე მეთექვსმეტემ პასუხად ქრისტეს მაგალითი გაიხსენა. “ჩვენ არ გვაქვს პასუხები, მაგრამ ვიცით რომ იესოც ისევე იტანჯებოდა, როგორც თქვენ,” თქვა რომის პაპმა.


კომენტარები