გაერო ნარკოტიკების ლეგალიზებას მოითხოვს

0 კომენტარი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გლობალური კომისია მივიდა დასკვნამდე, რომ  მთელს მსოფლიოში ნარკოტიკების ლეგალიზაცია და ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანების სისხლისამართლებრივი დევნის შეწყვეტა უფრო ეფეტქური იქნება, ვიდრე ომი ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების წინააღმდეგ, ინფორმაცია ამის შესახებ ტელეკომპანია BBC-მ. ტელეკომპანიის ცნობით,   კომისიის შემადგენლობაში შედიან გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი და მექსიკის, კოლუმბიისა და ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტები.  საექსპერტო დასკვნაში აღნიშნულია, რომ ნარკოტიკებთან ბრძოლამ, მხოლოდ ნარკოვაჭრობის და ორგანიზებული დანაშაულის გაძლიერება გამოიწვია. ამასთან, კომისიის წევრების თქმით, ეს ბრძოლა გადასახადის გადამხდელებს  მილონობით დოლარი უჯდებათ და ათასობით ადამიანის სიცოცხლეს იწირავს.

გაეროს მონაცემებით, 1998-2008 წლებში ოპიუმის შემცველი ნარკოტიკების მომხმარება გაიზარდა 35 პროცენტით, კოკაინის - 27 პროცენტით, მარიხუანას -  8,5 პროცენტით. ანგარიშის ავტორებმა გააკრიტიკეს  იმ სახელმწიფოს მთავრობები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ  ბრძოლის მეთოდები ეფექტურია.

კომისსი წევრები დარწმუნებული არიან, რომ „პოლიტიკურმა და საზოგადო მოღვაწეებმა უნდა გამოიჩინონ სიმამაცე და საჯაროდ აღიარონ: არსებობს მყარი მტკიცებულებები, რომ ნარკოტიკების წინააღმდეგ ძალისმიერ მეთოდებზე დამყარებული ბრძოლის სტრატეგია ამ პრობლემას ვერ წყვეტს და რომ ამ გზით ნარკოტიკებთან ომში გამარჯვება შუძლებელია.“

კომისიამ განსაკუთრებით მკაცრად აშშ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების მთავრობამ უარი უნდა თქვას ნარკოტიკების მოხმარების კრიმინალიზაციაზე და ანტინარკოტიკულ კამპანიებზე. თეთრი სახლის ნარკოტიკებთან ბრძოლის დეპარტამენტის უფროსი, გილ კერლიკოვსკი კომისიის   დასკვნით უკმაყოფილო დარჩა. მისი თქმით ნარკომანია არის დაავადება , რომელიც “წარმატებით შეიძლება შეაჩერო და განკურნო.“

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნინი გოგიჩაიშვილი

კომენტარები