ჰამარბერგი ქართულ მართლმსაჯულებას აკრიტიკებს

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, თომას ჰამარბერგმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც  2011 წლის აპრილში საქართველოში მის ვიზიტს აჯამებს. ტელეკომპანია BBC-ს ცნობით, მოხსენებაში  ნათქვამია, რომ   საქართველოში  მცირედი დანაშაულისთვისაც კი სასჯელი ”საკმაოდ მკაცრია”, ხოლო  მოსამართლეები და  ადვოკატები ”ზეწოლას განიცდიან.” ჰამარგერგის მოხსენებისთვის თანდართულ კომენტარებში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში ფართოდ გავრცელებული  საპროცესო შეთანხმებების პრაქტიკა, რომელსაც თან ახლავს გრძელვადიანი პატიმრობების საფრთხე,  ”ბრალდებულების შანატაჟის ატმოსფეროს ქმნის.”

”საქართველომ დიდი ძალისხმევა უნდა დახარჯოს   მართლმსაჯულების სფეროში არსებული სერიოზული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად  და გაზარდოს სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა და სამართლიანობა,” განაცხადა ჰამარბერგმა. ამასთანავე, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა  მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას ”ნათლად და ყველასთვის გამჭვირვალე პროცედურების დახმარებით” მოახდინოს რეაგირება ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებზე მათი პოლიტიკური მოტივებით დევნის შესახებ. 

კომენტარები