კისელი

0 კომენტარი

ოცდამეერთე საუკუნეში ვაჟა-ფშაველას რაიმე ახალი ტექსტის ან სულაც უბის წიგნაკის პოვნა თუ შესაძლებელი იქნებოდა, ძნელად იყო წარმოსადგენი. ივლისში ქალბატონმა ნონა პატარაიამ ლიტერატურის მუზეუმს გადასცა ვაჟა-ფშაველას უბის წიგნაკი. ეს უანგარო საქციელი საუკეთესო მაგალითია ჩვენში ასე იშვიათი სამოქალაქო შეგნების. ვაჟას ჩანაწერების ეს წიგნაკი მისმა უმცროსმა შვილმა – ვახტანგ რაზიკაშვილმა აჩუქა ქალბატონი ნონას მამას, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს – ბართლომე პატარაიას, სავარაუდოდ, გასული საუკუნის 30-იან წლებში. მწერლის იუბილეს აღსანიშნავად გთავაზობთ ორიგინალურ ტექსტს – ვაჟას მიერ ჩაწერილ კისელის რეცეპტს ლაშა ბაქრაძე

მასალა
3 სტაქანი წყალი
ღვინო, შაქარი – გემოვნებაზე
კარტოფილის ფქვილი – ორი სტოლის კოვზი წყალში გახსნილი

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები