ვენესუელა სარეზერვო ფონდების გადატანას გეგმავს

ვენესუელა გეგმავს, მილიარდობით დოლარის ნაღდი ფულის რეზერვი სხვადასხვა ქვეყნებიდან გადაიტანოს ჩინეთში, რუსეთსა და ბრაზილიაში, რამდენიმე ტონა ოქროს კი ევროპული ბანკებიდან საკუთარ ცენტრალურ ბანკში გადაიტანს, იუწყება The Wall Street Journal.

გეგმის მიხედვით, 6.3 მილიარდ დოლარი, რომელიც ახლა ლონდონისა და შვეიცარიის ბანკებშია, რუსეთის, ჩინეთის და ბრაზილიის ბანკებში გადაირიცხება.

ვენესუელა აგრეთვე გეგმავს 211 ტონა ოქროს, რომლის ფასი 11 მილიარდი დოლარია, ვენესუელის ცენტრალურ ბანკში ჩამოტანას, სადაც სახელმწიფო კიდევ 154 ტონა ოქროს ინახავს.

ვენესუელას ფინანსთა სამინისტროში და ცენტრალურ ბანკში ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. უკანაკნელ პერიოდში ვენესუელელი პოლიტიკოსები აკრიტიკებდნენ სახელმწიფოს დამოკიდებულებას დოლარზე. საგარეო საქმეთა მინისტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ დოლარზე დაფუძნებული საერთაშორისო ფინანსური სისტემა კრიზისშია და ლათინური ამერიკის ქვეყნებმა თავი უნდა დაიცვან.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ეკონომიკურად და ფინანსურად ეს საქციელი გაუმართლებელია, რადგან ვენესუელას თავისი რეზერვები უსაფრთხო ბანკებიდან გამოაქვს და არასტაბილურ ბანკებში გადააქვს.

კომენტარები