დღეს თბილისში ჯონ მალკოვიჩი ჩამოდის

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/malk.png##fbimage#
 დღეს თბილისში ცნობილი მსახიობი ჯონ მალკოვიჩი ჩამოდის. ის თბილისის მე-3 -ე საერთაშორისო თეატრალურ  ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ”ჯოჯოხეთური კომედია, ანუ სერიული მკვლელის აღსარება” -  ჯონ მალკოვიჩი თბილისში ამ სახელწოდების სპექტაკლით გახსნის  ფესტივალს.  

 ჯონ მალკოვიჩს 65-ზე მეტ ფილმში აქვს ნათამაშები. თავადაც წარმატებულად დგამს სპექტაკლებს და იღებს ფილმებს. 1984 წელს მალკოვიჩი დასტინ ჰოფმანთან ერთად გამოჩნდა ბროდვეის „მეზღვაურის სიკვდილის“ განახლებულ ვერსიაში. მომდევნო წელს, ამ დადგმის სატელევიზიო ფილმად გადაკეთებამ მას ემი მოუტანა.

 ჯონ მალკოვიჩის კარიერაში ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ვიკონტ ვალმონის როლი ფილმში „სახიფათო კავშირები“(1988). მალკოვიჩმა შეასრულა ფსიქოპატი პოლიტიკური მკვლელის როლი კლინტ ისტვუდის ფილმში „ცეცხლის ხაზი“(1993), ამ როლისათვის მიიღო ოსკარი და წარგდენილი იყო ოქროს გლობუსის ნომინაციაზე.

თბილისის მეს-3-ე საერთაშორისო თეატრლურ ფესტივალში მონაწილეობის მიიღებს   ვენის აკადემიური ორკესტიც. 25 დღიანი საფესტივალო პროგრამა რუსთაველის თეატრში იქნება წარმოდგენილი 

კომენტარები