ბითლზი

დოკუმენტური ფილმი ჯორჯ ჰარისონზე

“George Harrison: Living in The Material World”, მარტინ სკორსეზემ ჯორჯ ჰარისონზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომლის პრემიერაც 2 ოქტომბერს ლონდონში შედგა.
დოკუმენტური ფილმი 3 საათი და 30 წუთი გრძელდება, ჰარისონის ისტორია ფილმში ორ ნაწილად არის გაყოფილი: მისი სოლო მოღვაწეობა და ცხოვრება The Beatles-ის შემდეგ, ჯგუფის სვლა წარმატებისკენ.

დოკუმენტური ფილმის გადაღებას და მასალის შეგროვებას სკორსეზე 5 წელი მოუნდა. რეჟისორმა განაცხადა, რომ ოლივიამ, ჰარისონის ქვრივმა უდიდესი წვლილი შეიტანა ფილმის სისრულეში მოსაყვანად. ფოტოები, საოჯახო ვიდეო არქივი და ცხოვრებისეული ისტორიები, ოლივია ჰარისონმა საზოგადოებას გაუზიარა.
„მისი მუსიკა წლების განმავლობაში თემატურად მისდევდა ჩემს ცხოვრებას, მე მოჯადოებული ვიყავი მისით“ განაცხადა ოსკაროსანმა რეჟისორმა.
ფილმის ჩვენებას პოლ მაკარტნი, იოკო ონო, რინგო სტარი და ოლივია ჰარისონი ესწრებოდნენ.


კომენტარები