მიწისძვრა თურქეთში

თურქეთი სტიქიის შედეგებთან გასამკვლავებლად დახმარებას ითხოვს

 მიწისძვრის შედეგებთან გასამკლავებლად თურქეთმა საერთაშორისო დახმარება მოითხოვა მას შემდეგ, რაც საწყის ეტაპზე უარი თქვა დახმარების შეთავაზებებზე. თურქეთის  მედიის მიერ გავრცელებული ცნობით,  მთავრობამ გადაუდებელი დახმარების თხოვნით მსოფლიოს 30 ქვეყანას მიმართა, მათ შორის ისრაელს.  ისრაელმა თავის მხრივ გადაწყვიტა   ჰუმანიტარული დახმარებით სავსე სატვირთო თვითმფრინავი გაუშვას კატასტროფის ადგილას. თურქეთში, ვანის პროვინციაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 450-ს მიაღწია. დანგრეულია 2000-ზე მეტი სახლი. სამაშველო სამუშაოები გრძელდება. გავრცელებული ცნობებით,  დღეს ქალაქ ერჯიშში მაშველებმა ნანგრევებიდან 2 ადამიანი ამოიყვანეს.  

კომენტარები