ცხინვალის

ჯიოევა: პუტინის მხარდაჭერა ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა

ცხინვალში დღეს ერთმანეთს შეხვდნენ ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ვადიმ ბროვცევი და  ოპოზიციის  ლიდერი ალა ჯიოევა.  მოგვიანებით,   ალა ჯიოევამ  კმაყოფილება გამოთქვა შეხვედრის კონსტრუქციულ ვითარებაში  წარმართვის გამო. ” ითქვა, რომ  ორივე მხარე გამოვიჩენთ ძალისხმევას , რათა  რესპუბლიკაში გარანტირებული იყოს პოზიტიური ცვლილებები. ”-  აღნიშნა  მან  ბროვცევთან შეხვედრის შემდეგ და დასძინა : ” ჩვენი  გამაერთიანებელი უნდა იყოს  საერთო მოძრაობა რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე პუტინის კანდიდატურის მხარდასაჭერად,   ეს ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, მიუხედავად იმისა, რომ ბარიკადების სხვა და სხვა მხარეს ვიდექით.” 

კომენტარები