TIME

TIME-ის წლის ადამიანი - ”დემონსტრანტი”

0 კომენტარი

ჟურნალმა Time-მა წლის ადამიანი დაასახელა. ამერიკული გამოცემის გადაწყვეტილებით, პერსონა, რომელმაც ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2011 წელს, არის დემონსტრანტი - არაბეთის, ათენის, მოძრაობა “დაიკავე ვოლ სტრიტის” თუ მოსკოვის დემონსტრაციებში მონაწილეთა კრებითი სახე.

ჟურნალის განცხადებით, დემონსტრანტებმა მსოფლიოს გარშემო ”ხალხის ძალის” ჩვენება მოახერხეს და გავლენა მოახდინეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. Time-ის გამომცემლის თქმით, ეს ადამიანები წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების უკან იდგნენ: ”მათ ხორცი შეასხეს იდეას, რომ ინდივიდუალურ მოქმედებას შეუძლია კოლექტიური, კოლოსალური ცვლილების მოტანა”.

გამოცემა გამოყოფს 26 წლის მუჰამედ ბუაზიზის როლს - აქამდე უცნობ ტუნისელ გამყიდველს, რომელმაც ქალაქის მერიის წინ პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა.

”დემონსტრანტს” წლის ადამიანების სიაში მოსდევს ადმირალი ვილიამ მაკრავენი - ის ხელმძღვანელობდა აშშ-ს ოპერაციას, რომელსაც ბინ ლადენის სიკვდილი მოყვა.

გასულ წელს Time-ის წლის ადამიანი მარკ ცუკერბერგი გახდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები