გუშინ ინტერნეტში ჯონათან ლაიბსმანის ფილმის, ”ტიტანთა რისხვა”, ტრეილერი გამოჩნდა. ”ტიტანთა ჯახის” კომერციული წარმატების შემდეგ კინოკომპანია Warner Bros-მა არ დაახანა გაგრძელების გადაღება. მთავარ როლებს კვლავ სემ უორტინგტონი, ლაიამ ნისონი და რალფ ფაინსი შეასრულებენ.
”ტიტანთა რისხვა” აშშ-ის კინოთეატრებში 30 მარტიდან გამოვა.