შოუბიზნესი

U2 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ბენდია

ირლანდიური ბენდი U2  ლიდერია, როდესაც საქმე გასტროლებს ეხება. 2011 წელს ჯგუფს ყველაზე მაღალი შემოსავალი ჰქონდა, როგორც ჩრდილოეთ ამერიკაში, ასევე მსოფლიოში გამართულ კონცერტებზე.
მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში გამართული კონცერტების შემოსავალმა $156 მილიონი შეადგინა, რაც 1.7 მილიონი გაყიდული ბილეთია, მსოფლიო მასშტაბით კი ბენდმა $232 მილიონის მოგება ნახა.
2011 წელს, წარმატებული და მაღალშემოსავლიანი გასტროლები ჰქონდათ ასევე ტეილორ სვიფტს და ლედი გაგას.
მეხუთე კვირაა მაიკლ ბაბლის საშობაო ალბომი გაყიდვებში ლიდერობს. „Christmas”–ის 467,000 ეგზემპლარი გაიყიდა  სადღესასწაულო ვიქენდზე, რამაც შემსრულებელ ადელის ალბომი „21“ მეორე ადგილზე ჩამოიტოვა.
LMFAO–ს კონცერტის დროს ხანძარი გაჩნდა, რამაც 15 ადამიანის დაშავება გამოიწვია.
პოლიცია უკვე იძიებს ხანძრის გამომწვევ მიზეზს.

კომენტარები