პოლიტიკური პარტიები

ამოქმედდა პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური

 

საქართველოს კონტროლის პალატაში დღეიდან ოფიციალურად ამოქმედდა პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური. ის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის თანახმად შეიქმნა. მონიტორინგის სამსახურს ნათია მიგელაძე უხელმძღვანელებს. მან განაცხადა, რომ მზადაა აქტიურად ითანამშრომლოს პოლიტიკურ პარტიებთან . ყველა პოლიტიკურ პარტიას გაეგზავნება შეტყობინება, რათა  დანიშნონ ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირები. შეიქმნება ახალი ვებგვერდიც, სადაც განთავსდდება ინფორმაცია პოლიტიკური პარტიების ფინანსური მდგომარეობის შესახებ. კონტროლის პალატა აქტიურ კონსულტაციებს გაუწევს პოლიტიკურ პარტიებს საკუთარი ფინანსური ანგარიშების წარდგენის პროცედურებთან დაკავშირებით.

პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის მიხედვით პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს  კონტროლის პალატა ახორციელებს. უკვე გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი მასსა  და ეროვნულ ბანკს შორის. ეროვნული ბანკი კონტროლის პალატას  დაეხმარება   შესაბამისი ფინანსური ოპერაციების სიზუსტის დადგენაში.

 

კომენტარები