ახალი პროექტი

მცხეთაში ახალი უბანი გაშენდება

მცხეთაში ახალი ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტი განხორციელდება. პროექტი ითვალისწინებს ახალი უბნის გაშენებას, სადაც განთავსდება სამხარეო ადმინისტრაციის შენობა, მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმი, იუსტიციის სახლი და საქპატენტის შენობა. ახალ უბანში მოეწყობა დასასვენებელი პარკი, სადაც მცირე ზომის გამჭირვალე სახელოსნოები დაიდგმება. ამ სახელოსნოებში ტურისტებს შეეძლებათ როგორც ხელნაკეთი სუვენირების შეძენა, ისე სუვენირების დამზადების პროცესზე დაკვირვება. მცხეთის ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტს საქართველოს პრეზიდენტი გაეცნო.

კომენტარები