ვატიკანი

ვატიკანში შინაური ცხოველები აკურთხეს

 იტალიური ტრადიციის მიხედვით, ანტონი დიდის ხსენების ლიტურღიულ დღეს, სასულიერო პირები პირუტყვს ლოცავენ. ბოლო წლებია ეს ტრადიცია ვატიკანშიც დაინერგა. ამ დღეს წმინდა პეტრეს მოედანზე მოჰყავთ ცხენები, თხები და ძროხები, რომლებსაც შემდეგ წმინდა პეტრეს კათედრალის არქიეპისკოპოსი, კარდინალი ანჯელო კომასტრი აკურთხებს. ცხოველთა კურთხევის ორგანიზატორი, წელს იტალიის მეცხოველეთა კავშირი იყო.

ადამიანისთვის სასარგებლო ცხოველების, მცენარეებისა თუ ნივთების კურთხევა ტრადიციული ქრისტიანული კონფესიებისთვის დამახასიათებელი რიტუალია.

 

კომენტარები