ბურჯანაძე

ბურჯანაძე: ივანიშვილი თანდათან , ადეკვატურად ხედავს რეალობას

0 კომენტარი

”სიმართლე გითხრათ, კმაყოფილი ვარ იმით, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუმ, რომლის გადახედვაც მოვასწარი, დაგვანახა, რომ ის თანდათანობით უფრო ადეკვატურად ხედავს ქართულ პოლიტიკაში არსებულ რეალობას. ამიტომ, ალბათ სწორი იყო, როდესაც ჩვენმა პარტიამ, ჩვენმა გუნდმა, გარკვეული ტაიმ-აუტი ავიღეთ და ვაცალეთ ადამიანს, შემოსულიყო ქართულ პოლიტიკაში და თანდათან გარკვეულიყო.”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ რადიო ”პალიტრას ”ეთერში , გაზეთ ”ასავალ-დასავალისთვის'”ბიძინა ივანიშვილის მიერ მიცემული ინტერვიუს კომენტირებისას.

ბურჯანაძე განსაკუთრებით კმაყოფილი ინტერვიუს იმ ნაწილმა დატოვა, სადაც ივანიშვილი ამბობს, რომ თუ საჭირო გახდება ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს. '”რა თქმა უნდა! თუ საჭირო გახდა, ხმების დასაცავად ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენაც მოვუწოდებ! ქართველი ხალხი ასე ადვილად აღარ დათმობს გამარჯვებას! ეს არ იქნება ქუჩიდან ხელისუფლების ძალით დამხობა, მაგრამ ხალხი თავის ხმებს აუცილებალდ დაიცავს და ხალხი თავად აჩვენებს მთელ მსოფლიოს, ვინც მოიგებს არჩევნებს.”- განაცხდა ივანიშვილმა.

ნინო ბურჯანაძის თქმით, ”ამ პოზიციაში და კიდევ რამდენიმე სხვა პოზიციაში'”შენიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად ისეთი პოზიცია დაიკავა , როგორიც თავად ჰქონდა და აქვს. ” ძალიან პოზიტიურად ვაფასებ ამას, იმიტომ რომ ეს არის სწორი პოზიცია.”- განაცხადა ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა.

ხსენებულ ინტერვიუში, ივანიშვილმა გამორიცხა ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობა,'”მისი პოზიცია, - ბრძოლის არენა გადაიტანოს ქუჩაში - მიუღებელია! სხვა გზა არ ჩანს – ჩვენ ერთად ვერ ვიდგებით.”- აღნიშნა მან.

 

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები