კიევი

უკრაინელი დეპუტატი პუტინის წინააღმდეგ საქმის აღძვრას მოითხოვს

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, გრიგორი ომელჩენკო , უკრაინის გენერალურ პროკურატურასა და უშიშროების სამსახურს მიმართავს და მოითხოვს უკრაინაში აღიძრას სისხლის სამართლის საქმე რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა ” Україна молода” წერს. გამოცემის თანახმად, დეპუტატი მოითხოვს ყურადღება მიექცეს რუსეთის მთავრობის მეთაურის პასუხისმგებლობის საკითხს იმ საქმესთან დაკავშირებით, რის გამოც იულია ტიმოშენკოს პატიმრობა მიუსაჯეს.

უკრაინელი დეპუტატი ირწმუნება, რომ უკრაინისთვის კაბალურ შეთანხმებაზე ხელმოწერის სანაცვლოდ, პუტინი ტიმოშენკოს უკრაინის პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში მხარდაჭერას პირდებოდა.

კომენტარები