ალიასკა

როგორ გადაურჩნენ ტურისტები გაბრაზებულ დათვს

ალიასკას შტატის ნაციონალური პარკის, კატმაის ტერიტორიაზე საინტერესო შემთხვევა მოხდა - 10 წევრისაგან შემდგარი ტურისტების ჯგუფი პირისპირ შეეჩეხა  გაბრაზებულ დათვს, თუმცა მათ ცხოველისაგან თავდაცვა არც უცდიათ.

ინციდენტის დროს დათვები მდინარეზე თევზებს იჭერდნენ. ტურისტები ერთ-ერთ მათგანთან ძალიან ახლოს მივიდნენ, ცხოველი დაუპატიჟებელი სტუმრებისკენ  გამოექანა, თუმცა მალევე შეჩერდა და აქეთ-იქით  დაიწყო ყურება, ტურისტების აზრით, დათვი სწორედ იმიტომ შეჩერდა, რომ მათ  გაქცევა არც  სცადეს.

„ჩვენ გავიარეთ უსაფრთხოების კურსი და წინასწარ ვიცოდით, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა თავდასხმის შემთხვევაში. ჩვენი გიდი თვლის, რომ დათვს მხოლოდ ჩვენი შეშინება უნდოდა. გვიხარია, რომ არცერთი ჩვენგანი არ ჩავარდნილა პანიკაში და გაქცევა არ უცდია.“ - განაცხადა ერთ-ერთმა ტურისტმა.

კომენტარები