სტუდენტური თვითმმართველობა

თვითვეიბინების ხუნმმართველობა

0 კომენტარი

”და გუგუნებდა ჩვენს სიმღერაში ბოღმაც, რისხვაც და შურისძიებაც “— იოსებ ნონეშვილი

გა­სულ დღე­ებ­ში თბი­ლი­სის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა, სა­ყო­ველ­თაო ყუ­რადღე­ბის ცენ­ტ­რ­ში კი­დევ ერ­თხელ მო­ექ­ცა. საქ­მე არ­ც­თუ ისე სა­სი­ა­მოვ­ნო ინ­ცი­დენტს ეხე­ბა: 14 მარტს თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის რამ­დე­ნი­მე წევ­რ­მა ქუ­ჩა­ში მი­მა­ვალ სტუ­დენ­ტებს „გაყოლა და კა­ცუ­რად და­ლა­პა­რა­კე­ბა” მოს­თხო­ვა, სა­ბო­ლო­ოდ, თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის კა­ბი­ნეტ­ში, ორ მათ­განს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და. ერ­თ­-ერ­თი სტუ­დენ­ტი, თორ­ნი­კე უს­ტა­რაშ­ვი­ლი, „სტუდენტურ ბლოგს” აწარ­მო­ებს. ძა­ლა­დო­ბა სწო­რედ ბლოგ­ზე თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის კრი­ტი­კას მოჰ­ყ­ვა. ორი­დან ერ­თ­-ერთ და­ზა­რა­ლე­ბულს, ზვი­ად მამ­ფო­რი­ას, თა­ვი­სა და ყე­ლის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს, გაბ­ზა­რუ­ლი აქვს კის­რის მა­ლა.

თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის წევ­რებს ძა­ლა­დო­ბა­სა და შე­უ­ფე­რე­ბელ ქცე­ვა­ში პირ­ვე­ლად არ ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. გა­სულ აპ­რილს თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა­სა და სტუ­დენ­ტებს შო­რის შეხ­ლა-­შე­მოხ­ლა მოხ­და სტუ­დენ­ტუ­რი ინი­ცი­ა­ტი­ვა „თარგმნეს” პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე. მა­შინ საქ­მე­ში პო­ლი­ცია არ ჩა­რე­უ­ლა, იმ მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გა­მო, რომ არა­ვის გა­მო­უ­ძა­ხი­ა. თსუ-ს რექ­ტო­რის თქმით, მომ­ხ­და­რის გა­მო გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს დაც­ვის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი, რო­მელ­თაც პო­ლი­ცი­ის გა­მო­ძა­ხე­ბა ევა­ლე­ბო­დათ. ჩვე­ნე­ბე­ბის არარ­სე­ბო­ბის გა­მო, და­ზუს­ტე­ბით ვერც „თვითების” მო­ძა­ლა­დე წევ­რე­ბის დად­გე­ნა მო­ხერ­ხ­და.

უკა­ნას­კ­ნელ ინ­ცი­დენტს უფ­რო ფარ­თო რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყ­ვა. შემ­თხ­ვე­ვის დროს სტუ­დენ­ტებ­მა პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეს და ჩვე­ნე­ბა მის­ცეს, და­სა­ხელ­და თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის კონ­კ­რე­ტუ­ლი წევ­რე­ბიც. ამ ფონ­ზე, ბევრს არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად ეჩ­ვე­ნა მე­ო­რე დღეს შსს-ს მი­ერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა – სა­დაც ნათ­ქ­ვა­მი­ა, რომ ინ­ცი­დენ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე­თა მი­მართ მა­თი „ასაკის” გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მხო­ლოდ „გაფრთხილებით” შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბი­ან. ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში შს სა­მი­ნის­ტ­როს ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა, შო­თა უტი­აშ­ვილ­მა, ასა­კის ფაქ­ტო­რი ასე გან­მარ­ტა: „მხოლოდ იმი­ტომ, რომ ისი­ნი ახალ­გაზ­რ­დე­ბი არი­ან, მო­რიგ ჯერ­ზე კი მათ წი­ნა­აღ­მ­დეგ უფ­რო მკაც­რი ზო­მე­ბი გა­ტარ­დე­ბა”.

ამ­ჟა­მად, მომ­ხ­დარს რე­ა­გი­რე­ბა რექ­ტო­რა­ტის მხრი­დან მოჰ­ყ­ვა. კვი­ტაშ­ვილ­მა სტუ­დენ­ტე­ბის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე­ვე გა­ნაცხა­და, რომ მის­თ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლია მსგავ­სი საქ­ცი­ე­ლი და სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვა სტუ­დენ­ტებს სცე­მენ, აუცი­ლებ­ლად და­ის­ჯე­ბი­ან. სას­ჯე­ლი შე­ე­ხე­ბა მათ, რო­მელ­თაც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის­გან გაფ­რ­თხი­ლე­ბა მი­ი­ღეს. შსს-ში ადას­ტუ­რე­ბენ, რომ გაფ­რ­თხი­ლე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის წევ­რე­ბი არი­ან. ჯერ­ჯე­რო­ბით, გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი­ა, რა იქ­ნე­ბა სას­ჯე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მხრი­დან. ში­ნა­გა­ნა­წე­სი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ სან­ქ­ცი­ებს ით­ვა­ლის­წი­ნებს – შე­საძ­ლო­ა, ეს იყოს გაფ­რ­თხი­ლე­ბა, ან უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან გა­რიცხ­ვა ანუ სტუ­დენ­ტის სტა­ტუ­სის შე­ჩე­რე­ბა. გა­ნა­წეს­ში გან­საზღ­ვ­რუ­ლი­ა, რომ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იმ ფა­კულ­ტე­ტე­ბის საბ­ჭო­ებ­მა უნ­და მი­ი­ღონ, ვი­საც ეს სტუ­დენ­ტე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ. რაც შე­ე­ხე­ბა და­ზა­რა­ლე­ბულს, მას უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ამ, ზი­ა­ნის ანაზღა­უ­რე­ბის­თ­ვის, სამ­კურ­ნა­ლო ხარ­ჯე­ბის და­ფარ­ვაც შეს­თა­ვა­ზა, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით ამ შე­თა­ვა­ზე­ბით არ უსარ­გებ­ლი­ა.

გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა კი­დევ ერ­თხელ წა­მოს­წია თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი ორ­გა­ნოს არ­სე­ბო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის სა­კითხი. მით უმე­ტეს ახ­ლა, რო­დე­საც სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტებს, მათ შო­რის თსუ-ს, არა­კო­მერ­ცი­უ­ლი იური­დი­უ­ლი პი­რის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა. სტა­ტუ­სის ცვლი­ლე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად ავ­ტო­ნო­მი­ის გაზ­რ­დას ემ­სა­ხუ­რე­ბა. თუმ­ცა, რე­ა­ლუ­რად, ის არ ათა­ვი­სუფ­ლებს სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტებს მრა­ვა­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის­გან. ამ პი­რო­ბებ­შიც არ გა­ნივ­რ­ცო­ბა წე­სი, რო­მე­ლიც კერ­ძო უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ზე მოქ­მე­დებს: ისი­ნი თა­ვად წყვე­ტენ, რა ტი­პის მარ­თ­ვა-­გამ­გე­ო­ბა ჰქონ­დეთ. სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის­თ­ვის, სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის ორ­გა­ნოს ქო­ნაც, ასეთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბად რჩე­ბა.

ცვლი­ლე­ბა, რო­მელ­საც ახა­ლი სტა­ტუ­სი ით­ვა­ლის­წი­ნებს, თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის­თ­ვის სტუ­დენ­ტუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თ­ვის თან­ხის გა­მო­ყო­ფას ეხე­ბა. თსუ-ს წეს­დე­ბა­ში, სტა­ტუ­სის ცვლი­ლე­ბამ­დე გა­წე­რი­ლი იყო, რომ თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის­თ­ვის მი­ცე­მუ­ლი თან­ხა უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ერ­თო ბი­უ­ჯე­ტის 1.5%-ზე ნაკ­ლე­ბი არ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. ახა­ლი წეს­დე­ბით, და­ფი­ნან­სე­ბა პრო­ცენ­ტუ­ლად უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლის პრო­პორ­ცი­უ­ლი­ა. ქვე­და ზღვა­რის მა­გი­ერ, სტუ­დენ­ტუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის ზე­და ზღვა­რი წეს­დე­ბა. ეს ნიშ­ნავს, რომ თან­ხა, რო­მე­ლიც გა­სულ წლებ­ში ნა­ხე­ვა­რი­დან ერ­თი მი­ლი­ო­ნი ლა­რის ფარ­გ­ლებ­ში მერ­ყე­ობ­და, შემ­ცირ­დე­ბა. ალექ­სან­დ­რე კვი­ტაშ­ვი­ლის თქმით, უნი­ვერ­სი­ტე­ტი აპი­რებს, შე­ამ­ცი­როს თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის მი­ერ არა­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, გა­სარ­თო­ბი და კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა. რო­გორც გა­სულ წელს ტა­ბუ­ლამ გა­არ­კ­ვი­ა, 2010 წელს თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის მი­ერ მსგავს ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე და­ხარ­ჯუ­ლი ფუ­ლი სა­ერ­თო თან­ხის 50-ზე მეტ პრო­ცენტს შე­ად­გენ­და.

სა­ინ­ტე­რე­სოა სტუ­დენ­ტ­თა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის სა­კითხიც. კვი­ტაშ­ვი­ლის თქმით, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მრა­ვა­ლი მსგავ­სი გა­ერ­თი­ა­ნე­ბაა და ამ ხა­სი­ა­თის აქ­ტი­ვო­ბა­ში სტუ­დენ­ტ­თა დი­დი რა­ო­დე­ნო­ბაა ჩარ­თუ­ლი. რექ­ტო­რის­ვე მტკი­ცე­ბით, ფი­ნან­სებ­თან მათ თა­ნა­ბა­რი წვდო­მა აქვთ. ხო­ლო თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი თან­ხე­ბი დი­დად არ აღე­მა­ტე­ბა სხვა სტუ­დენ­ტე­ბის პრო­ექ­ტებ­ში გა­დახ­დილ თან­ხას. მა­გა­ლი­თად, კვი­ტაშ­ვი­ლი ასა­ხე­ლებს იურის­ტ­თა ასო­ცი­ა­ცი­ას, ასე­ვე „თარგმნეს”, რომ­ლის რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტი ფი­ნან­ს­დე­ბა. არის სხვა პრო­ექ­ტე­ბიც, რომ­ლე­ბიც თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის მიღ­მა ფი­ნან­ს­დე­ბა ან და­ფი­ნან­სე­ბა იგეგ­მე­ბა.

სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის ორ­გა­ნოს სა­ჭი­რო­ე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ, ერ­თ­-ერთ მთა­ვარ არ­გუ­მენ­ტად უნი­ვერ­სი­ტე­ტის მარ­თ­ვა­სა და ცხოვ­რე­ბა­ში სტუ­დენ­ტ­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მოჰ­ყავთ. ეს მარ­თ­ლაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი­ა. თუმ­ცა, გა­მოც­დი­ლე­ბა აჩ­ვე­ნებს, რომ პრობ­ლე­მე­ბის გარ­და, არ­ცერ­თი მოწ­ვე­ვის თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სარ­გე­ბე­ლი არ მო­აქვს. პრე­ტენ­ზი­ე­ბი, რო­მე­ლიც სტუ­დენ­ტ­თა ინ­ტე­რე­სე­ბის იგ­ნო­რი­რე­ბას, პო­ლი­ტი­კურ ან­გა­ჟი­რე­ბას და სხვა მრა­ვალ სა­კითხს მო­ი­ცავს, დი­დი ალ­ბა­თო­ბით, თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის წევ­რე­ბის ჩა­ნაც­ვ­ლე­ბის მე­რეც ძა­ლა­ში დარ­ჩე­ბა. გა­უ­გე­ბა­რი­ა, რა­ტომ ვერ მო­ა­ხერ­ხებ­დ­ნენ სტუ­დენ­ტე­ბი თა­ვად, ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბით, სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას. მით უმე­ტეს, კვი­ტაშ­ვი­ლიც ადას­ტუ­რებს, რომ თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის მიღ­მა, ისი­ნი საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რე­ბი არი­ან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები