ფეხბურთი

ანდრეს ინიესტას 400

ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში, ლევანტესთან სტუმრად 2:1 მოგებულ შეხვედრაში, ანდრეს ინიესტამ ბარსელონას შემადგენლობაში საიუბილეო, მე-400 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა.

მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ფინალის გადამწყვეტი გოლის ავტორი კატალონიური კლუბის მეოთხე მოქმედი ფეხბურთელია, რომელმაც 400-მატჩიანი ზღვარი გადალახა. სიას რეკორდსმენი ხავი ლიდერობს 624 თამაშით, კაპიტანი კარლეს პუიოლი 554 ასპარეზობით მეორეა, მეკარე ვიქტორ ვალდესი კი 454 მატჩით მეოთხე ადგილზეა. ინიესტა მეათე ადგილს იყოფს ნახევარმცველ ხოსე რამონ ალეხანკოსთან ერთად. ეს უკანასკნელი 1980-1993 წლებში იცავდა ბარსელონას ღირსებას.

27 წლის ინიესტას 400 მატჩი ოფიციალურ ტურნირებზე ასე ნაწილდება: პრიმერადივიზიონი - 267; ესპანეთის თასი - 40; ევროპის საკლუბო ტურნირები - 80; სხვადასხვა ოფიციალური თამაშები - 13.

ანდრეს ინიესტა 2000-2003 წლებში ბარსელონას ბ გუნდში თამაშობდა, 2002-2003 წლების სეზონიდან კი პირველი გუნდის წევრია. ნახევარმცველმა 5-ჯერ მოიგო ჩემპიონატი და ქვეყნის სუპერთასი, სამჯერ აღმართა ჩემპიონთა თასი, ორ-ორჯერ მოიგო უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, ერთხელ კი ქვეყნის თასს დაეუფლა.

ბარსელონა: ყველაზე მეტი მატჩი (პირველი ათეული)

1.ხავი (1998 წლიდან) – 624; 2.კარლეს პუიოლი (1999-) – 554; 3.მიგელი (1973-1989) – 549; 4.ვიქტორ ვალდესი (2002-) – 453; 5.კარლეს რექსაჩი (1965-1981) – 449; 6.გილერმო ამორი (1988-1998) – 421; 7.ანდონი სუბისარეტა (1986-1994) – 410; 8.ხოან სეგარა (1949-1964) – 402; 9.ხოაკიმ რიფე (1964-1976) – 401; 10.ხოსე რამონ ალეხანკო (1980-1993) და ანდრეს ინიესტა (2002 წლიდან) – 400

კომენტარები