Life

Guide 5 - 11 მარტი

0 კომენტარი

“მინდოდა შემექმნა მარნის ნამდვილი გარდერობი, ჩვენი საფირმო პრინტებისა და ქსოვილების გამოყენებით. როგორც ყოველთვის, მომწონს განსხვავებული ნახატებისა და ფერების შეხამება, tribal სტილის თანამედროვე ინტერპრეტაციის და bauhaus-ის გრაფიკის კომბინირება სპორტულ ელემენტებთან”, – თქვა მარნის კრეატიულმა დირექტორმა კონსუელო კასტილიონიმ H&M-თან კოლაბორაციასთან დაკავშირებით. კოლექცია ხალისიანი, ფერადი, სატარებლად კომფორტული გამოვიდა. ყველაზე დადებითი მხარე კი, ბუნებრივია, ისაა, რომ 8 მარტიდან მარნის შეძენა H&M-ისთვის ჩვეულ დაბალ ფასებში იქნება შესაძლებელი.

2)შესაძლოა, ეს უბრალოდ მანიაა, ან 2012 წელზე არსებული ესქატოლოგიური წარმოდგენების გავლენა, მაგრამ აპოკალიფსის თემა უკანასკნელ ხანებში ხელოვნებაში პოპულარული გახდა. ასეა თუ ისე, კინოს მოყვარულებს უმართლებთ – ჯერ ტრიერის “მელანქოლია” ნახეს, ახლა კი წინ ფილმის “მიიღე თავშესაფარი” ნახვით მიღებული სიამოვნება ელოდებათ. ჯეფ ნიკოლსის ფილმი უკვე გახდა კანის

ფესტივალზე კრიტიკის კვირის გრანპრის მფლობელი და ბევრი დადებითი შეფასებაც მიიღო.

3)ლიმონის ყვავილის, ვარდის, შროშანისა და მერქნის დომინანტური ნოტებით ეს ყვავილოვანი არომატი გვახსენებს, რომ უჩვეულოდ ცივი ზამთრის შემდეგ მზიანი გაზაფხულის მოსვლის დრო დადგა. Carolina Herrera – CH L’Eau-ს სასიამოვნო, დაბალანსებული სურნელი აქვს და მართალია, ორიგინალურობით არ გამოირჩევა, ბოთლის დიზაინის წყალობით შესანიშნავად ახერხებს საგაზაფხულო განწყობის შექმნას.  

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები