Life

Guide 22-18 მარტი

0 კომენტარი

როგორ ვებრძოლოთ უმუშევრობას, გავზარდოთ კორპორატიული ინვესტიციები, ექსპორტი და აღვადგინოთ წარმოება – ბილ კლინტონი ამერიკის ახალ მთავრობას თავისი ახალი წიგნით Back To Work: Why We Need Smart Government For A Strong Economy აძლევს რჩევას. წიგნი საინტერესოა იმ კუთხითაც, თუ რამდენად განსხვავებული შეიძლება იყოს ორი დემოკრატი პრეზიდენტის მიდგომა ეკონომიკური პოლიტიკის წარმოების საქმეში.

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარობა ბევრ რამეზე ახდენს გავლენას, მათ შორის მოდის ტენდენციებზეც – უკვე მერამდენე სეზონია, სპორტული სტილი თავის აქტუალურობას ინარჩუნებს. Marc by Marc Jacobs-ის გაზაფხულის კოლექციაში წარმოდგენილი ფერადი კედები ამ იდეის მხარდაჭერის ნათელი და მხიარული დემონსტრირებაა.

სახელი Bulova ნაცნობია ყველასთვის, ვინც სიზუსტეს აფასებს. Bulova Precisionist-ი კი ის საათია, რომლის მექანიზმის სიზუსტე წელიწადში +/-10 წამია, როცა ჩვეულებრივი კვარცის საათის იგივე მაჩვენებელი თვეში +/-15 წამს უდრის. ამასთან, Precisionist-ი ექვს კოლექციას აერთიანებს და დიზაინის არა მხოლოდ დახვეწილობით, მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.

 

 

 

 

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

GAME OF THRONES-ის მერვე სეზონის მეხუთე სერიის თრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

კომენტარები