კანონპროექტი

ახალი კანონპროექტი მოქალაქეებისთვის ცივი იარაღის ტარებას კრძალავს

დღეს პარლამენტში ახალი კანონპროექტი შევიდა, რომლის მიხედვითაც საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება ყველა მოქალაქეს ეკრძალება.

 ინიციატივა ვიცე სპიკერ გიგი წერეთელს ეკუთვნის. შესაძლო ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის. ამ დრომდე შეზღუდვა მხოლოდ 21 წლამდე ახალგაზრდებზე ვრცელდებოდა.

კანონის დამტკიცების შემთხვევაში, ქუჩებში,სტადიონებზე, პარკებსა და სკვერებში ცივი იარაღის ტარების შემთხვევაში, მოქალაქეები 300 ლარით დაჯარიმდებიან. ქმედების განმეორების შემთხვევაში კი პიროვნება 500 ლარით დაჯარიმდება. 

კომენტარები