მოგზაურობა

ტაქსით დედამიწის გარშემო

დედამიწის გარშემო მსოფლიოში პირველი ტაქსით მოგზაურობა ბრიტანეთის სამმა მოქალაქემ 11 მაისს დაასრულა. თითქმის 15 თვის მანძილზე გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებმა ”ჰანას” ფირმის ტაქსით 69,5 ათასი კილომეტრი გაიარეს.

23 წლის პოლ არჩერმა, 27 წლის ჯონო ელისონმა და 23 წლის ლეი პერნელმა გასული წლის თებერვალში ლონდონში აიღეს სტარტი და დედამიწის გარშემო მოგზაურობის ფარგლებში, 50 ქვეყანას ესტუმრნენ.

მოგზაურების თქმით, მათ გზად უამრავი თავგადასავალი გადახდათ. ”ყველაზე რთულ ვითარებაში პაკისტანსა და ირანში აღმოვჩნდით, ამ ქვეყნებში არსებული საომარი სიტუაციის გამო. აგრეთვე, პრობლემა შეგვექმნა ინდოეთში, სადაც მანქანით გადაადგილება სირთულეს წარმოადგენს.” - განაცხადა არჩერმა.

ბრიტანელებმა მსოფლიოს გარს eBay - ის აუქციონზე ნაყიდი ტაქსით შემოუარეს.

ახალგაზრდების თქმით, თავდაპირველად ისინი ლონდონიდან სიდნეიმდე გამგზავრებას აპირებდნენ, გზად კი თავიანთი მარშრუტი მნიშვნელოვნად გაზარდეს.

 

კომენტარები