საქართველო-ესპანეთი

საქართველოში ესპანეთის საელჩო გაიხსნება

საქართველოში ესპანეთის სამეფოს საელჩო გაიხსნება. ეს გადაწყვეტილება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ესპანეთში ვიზიტის დროს მიიღეს. 

საქართველოს საგარეო უწყების წარმომადგენლებმა ოფიციალური შეხვედრები გამართეს ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მმართველი პარტიისა წევრებთან. შეხვედრებში ასევე მონაწილეობდნენ ესპანეთის სამეფოს კონგრესის დეპუტატები.

შეხვედრებზე მიმოხილული იყო ორ ქვეყანას შორის კულტურული და ეკონომიკური ვითარება.

ესპანურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა. 

კომენტარები