ივანიშვილი პოლიტიკაში

ბიძინა ივანიშვილი: არჩევნებში მონაწილეობაზე უარს არ ვამბობ

კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას, მის მიერ გავრცელებული ღია წერილის განმარტება გააკეთა.

ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ უარი არ უთქვამს არჩევნებში მონაწილეობაზე და კვლავინდებურად რჩება კოალიცის ლიდერი.

,,ჩემი განცხადება არ ნიშნავს იმას, რომ მე უარს ვამბობ არჩევნებში მონაწილეობაზე, მე როგორც ვიყავი და განვაცხადეთ ვრჩები კოალიციის ლიდერად. მოგვიანებით ჩამოყალიბდება ბლოკი. ბლოკის სახელი იქნება ივანიშვილი - ქართული ოცნება და მე ვრჩები ლიდერად.’’-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ის აუცილებლად დაიბრუნებს საქართველოს მოქალაქეობას და გახდება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.

,,რამდენიმე დღეში მოსვლიდან დავიბრუნებ, აღვიდგენ მოქალაქეობას, რაც კანონით მეკუთვნის და პრემიერ-მინისტრის პოსტსაც დავიჭერ. ყველაფერი ისე იქნება, როგორც გპირდებით.’’-აღნიშნა ქართული ოცნების ლიდერმა.

რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ღია წერილში, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდა, უარი ეთქვა კონსტიტუციურ ცვლილებებზე და მისთვის მოქალაქეობა აღედგინა. წინააღმდეგ შემთხვევაში არ გამოიყენებდა აღნიშნულ  ცვლილებებს და უარს იტყოდა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე. 

კომენტარები