ლიბერია

ჩარლზ ტეილორს 50 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ლიბერიის ყოფილ პრეზიდენტს, ჩარლზ ტეილორს 50 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ჰააგაში გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალმა აღნიშნული განაჩენი ყოფილი პირველი პირის მიერ სიერა-ლეონეს სამოქალაქო ომის დროს ჩადენილი სხვადასხვა სამხედრო დანაშაულის საფუძველზე გამოიტანა.

ტეილორს ბრალად ედება სიერა-ლეონეში 1990 - წლებში სამოქალაქო ომის დაწყების ხელშეწყობა. დანაშაულის ჩამონათვალში, რომელიც ლიბერიის ყოფილ პრეზიდენტს აქვს წაყენებული, შედის ტერორიზმი და მკვლელობებიც.

სასამართლოს მიერ გამოტანილ ვერდიქტში მითითებულია, რომ ტეილორი კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში მონაწილეობდა.

განაჩენის გამოტანამდე პროკურორები ლიბერიის ყოფილი პრეზიდენტის თავისუფლების 80 წლით აღკვეთას მოითხოვდნენ.

 

კომენტარები