ლიბერია

ლიბერიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

Reuters

ლიბერიაში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება, რომელშიც 2,2 მილიონმა ამომრჩეველმა აფრიკის კონტინენტზე პირველი ქალი პრეზიდენტის და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის, ელენ ჯონსონ სირლიფის შემცვლელი უნდა აირჩიოს.

სირლიფი ლიბერიას 2003 წელს სამოქალაქო ომის დასრულებიდან 12 წლის მანძილზე მართავდა, რითიც მან კონსტიტუციით განსაზღვრული ვადა ამოწურა.

პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის არიან მოქმედი ვიცე პრეზიდენტი იოზეფ ბოკაი და ყოფილი ფეხბურთელი ჯორჯ ვეა.

კომენტარები