საბაგირო

თბილისში კიდევ ერთი საბაგირო გზა აშენდება

თბილისში კიდევ ერთი ახალი საბაგირო გზა აშენდება, რომელიც ვარდების მოედანსა და ფუნიკულიორს დააკავშირებს ერთმანეთთან.

თბილისის მერიის ცნობით, ახალი საბაგირო გზის პროექტი უკვე მზად არის და მის მშენებლობას ავსტრიული კომპანია დოპერმაიერი მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყებს.

ათას მეტრიან საბაგირო ხაზზე 21 კაბინა განთავსდება და მგზავრები მანძილს ცენტრალური მოედნიდან მთაწმინდის პარკამდე 5 წუთში დაფარავენ.

მშენებლობის დასრულება 2013 წლის გაზაფხულისთვის იგეგმება. 

კომენტარები