აშშ-სთან ურთიერთობა

აშშ-ს საელჩოები სტატუსნეიტრალური დოკუმენტების მიღებას დაიწყებენ

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოები და საკონსულოები, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებისთვის სტატუსნეიტრალური დოკუმენტების მიღებას მალე დაიწყებენ. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

,,შეერთებული შტატები ვარგის სამგზავრო დოკუმენტად აღიარებს სტატუსნეიტრალურ დოკუმენტს შეერთებულ შტატებში სამოგზაუროდ. აშშ აღნიშნულ გადაწყვეტილებას შერიგების პროცესის წამახალისებელ ნაბიჯად მიიჩნევს, რაც ხელს შეუწყობს მიმოსვლის თავისუფლებას, შეამცირებს დაძაბულობას და საქართველოს სუვერენიტეტის შეუბღალავად ადამიანებს შორის კავშირ-ურთიერთობებს ჩამოაყალიბებს. მალე მთელი მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ს საელჩოები და საკონსულოები დაიწყებენ სტატუსნეიტრალური დოკუმენტების მიღებას ამ ორივე რეგიონის იმ მცხოვრებთათვის, რომლებსაც მათი გამოყენების სურვილი ექნებათ.’’-აღნიშნულია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ხსენებულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფმა ასევე დაადასტურა აშშ-სა და საქართველოს შორის სავიზო დიალოგის გაგრძელების ახალი გეგმების არსებობა, რომელიც ორი ქვეყნის სამეცნიერო საზოგადოებას ერთმანეთთან კიდევ უფრო დააახლოვებს. 

კომენტარები