გლობალ ტვ

პროკურატურამ გლობალ კონტაქტ კონსალტინგის ანტენების დაყადაღების გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს პროკურატურამ "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მფლობელობაში არსებული, დაუმონტაჟებელი სატელევიზიო ანტენების დროებით დაყადაღების გადაწყვეტილება მიიღო.

პროკურატურის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უწყებამ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით კონტროლის პალატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო.

"გლობალ კონტაქტ კონსალტინგისადმი" საქართველოს კონტროლის პალატის მიმართვის მიუხედავად, ცალკეულ პირთა მხრიდან კვლავ გრძელდება ამომრჩევლებისთვის პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერის პირობით, სატელევიზიო ანტენების გადაცემა. საქართველოს პროკურატურა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედება შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს.” - ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ქმედება მიზნად ისახავს შესაძლო დანაშაულის თავიდან აცილებას, ასევე წინაასარჩევნო პროცესების დაცვას შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისაგან, პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას.

 

კომენტარები