გლობალ ტვ

თბილისის აეროპორტში გლობალ TV-ს ამერიკელი მეწილე დააკავეს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გლობალ TV-ს ამერიკელი მეწილე ალექსანდრე რონჟესი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია ალექსანდრე რონჟესის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა გაავრცელა.

ლილი გელაშვილის თქმით, მისთვის უცნობია რა მოტივით დააკავეს მისი დაცვის ქვეშ მყოფი. მისთვის ასევე უცნობია, სად იმყოფება ამჟამად დაკავებული.

გლობალ TV-ს დირექტორი ზურაბ ბაზლიძე აცხადებს, რომ ალექსანდრე რონჟესი თბილისში პრესკონფერენციის ჩასატარებლად იყო ჩამოსული.

,,ალექსანდრე თბილისში იყო ჩამოსული, როგორც ცნობილია მან ჩაატარა პრესკონფერენცია, დღეს ის თბილისიდან მიემგზავრებოდა და აეროპორტში დააკავეს,’’-აცხადებს ზურაბ ბაზლიძე.

 

კომენტარები