აშშ

აშშ-ის გენერალურ პროკურორს კონგრესის მიმართ უპატივცემულობაში სდებენ ბრალს

აშშ - ის იუსტიციის მინისტრს ერიკ ჰოლდერს, რომელიც, იმავდროულად, ქვეყნის გენერალური პროკურორია, ბრალად კონგრესის მიმართ უპატივცემულობა ედება. შესაბამისი რეზოლუცია ჰოლდერის წინააღმდეგ იმის გამო მიიღეს, რომ მან უარი განაცხადა კანომდებლებისთვის იარაღის კონდრაბანდის საქმესთან დაკავშირებით დოკუმენტები წარედგინა.

აღნიშნული შემთხვევა აშშ-ის ისტორიაში პირველია, როდესაც ადმინისტრაციის წევრს ბრალად კონგრესის შეურაცხყოფა ედება. შესაბამის რეზოლუციას წარმომადგენელთა პალატის 255 წევრმა დაუჭირა მხარი, 67კი წინააღმდეგი წავიდა.

აღსანიშნავია, რომ ბარაკ ობამამ რამდენიმე დღის წინ თეთრ სახლში ყოფნის პერიოდში პირველად ისარგებლა თავისი კანონიერი პრივილეგიით, როდესაც კონდრაბანდის საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტების იუსტიციის მინისტრის სეიფებში დარჩენა უზრუნველყო.

თავად ჰოლდერი მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ წამოჭრილი ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია. მისი თქმით, კანონმდებლები ”აბსოლუტურად აბსურდულ კონსპირაციულ თეორიებს ავრცელებენ.”

 

კომენტარები