მალდივები

რა ელის მალდივებს

0 კომენტარი
ყო­ფი­ლი პრეზიდენტი მო­ჰა­მედ ნა­ში­დი

ინ­დო­ე­თის ოკე­ა­ნე­ში მდე­ბა­რე მრა­ვა­ლი კუნ­ძუ­ლის­გან შემ­დ­გარ, ტუ­რის­ტე­ბის­თ­ვის მიმ­ზიდ­ველ მალ­დი­ვის რეს­პუბ­ლი­კას პო­ლი­ტი­კუ­რად ცხე­ლი ზაფხუ­ლი უდ­გას. თე­ბერ­ვალ­ში სა­ხალ­ხო გა­მოს­ვ­ლე­ბის შე­დე­გად სა­თა­ვე­ში მო­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვ­ნას აჭი­ა­ნუ­რებს. პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მარ­ჯ­ვე­ბის­თ­ვის ერ­თ­მა­ნეთს ებ­რ­ძ­ვი­ან ოპო­ზი­ცია ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მო­ჰა­მედ ნა­ში­დის მე­თა­უ­რო­ბით, ამ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი, უსაფ­რ­თხო­ე­ბის შე­ნა­ერ­თე­ბი და სა­სა­მარ­თ­ლო ხე­ლი­სუ­ფალ­ნი.

ოპო­ზი­ცია ქვეყ­ნის ყო­ფი­ლი მე­თა­უ­რის, მო­ჰა­მედ ნა­ში­დის თა­ოს­ნო­ბით ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მ­დეგ აგ­რ­ძე­ლებს გა­მოს­ვ­ლებს. ნა­ში­დი მალ­დი­ვე­ბის პირ­ვე­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი­ა, რო­მე­ლიც თე­ბერ­ვ­ლის საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვ­ლე­ბის შე­დე­გად გა­დად­გა, რა­თა თა­ვი­დან აეცი­ლე­ბი­ნა შე­საძ­ლო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა. ნა­შიდს მალ­დი­ვე­ბის მან­დე­ლა­საც უწო­დე­ბენ. იგი პრე­ზი­დენტ მა­უ­მუნ აბ­დულ გა­ი­უ­მის 30-წლიანი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ იბ­რ­ძო­და და შეძ­ლო კი­დეც მი­სი და­მარ­ცხე­ბა.

თე­ბერ­ვ­ლის რე­ვო­ლუ­ცი­ას ნა­ში­დი აფა­სებს სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბად, რო­მე­ლიც, მი­სი თქმით, რა­დი­კალ­მა მუს­ლი­მებ­მა და მის წი­ნა­აღ­მ­დეგ გან­წყო­ბილ­მა ბიზ­ნეს­მე­ნებ­მა და­გეგ­მეს. ის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვ­ნას მო­ითხოვს: „ჩვენ არ გვსურს არ­სე­ბუ­ლი მთავ­რო­ბის ჩა­მოგ­დე­ბა, ჩვენ ვითხოვთ არ­ჩევ­ნებს”, – გა­ნაცხა­და ვა­შინ­გ­ტონ­ში ერ­თ­-ერთ შეხ­ვედ­რა­ზე ნა­შიდ­მა, რო­მელ­მაც ივ­ნი­სის და­საწყის­ში მალ­დი­ვის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის საპ­რე­ზი­დენ­ტო მან­და­ტი კი­დევ ერ­თხელ მო­ი­პო­ვა.

პრე­ზი­დენტ მუ­ჰა­მედ ვა­ჰი­დის გან­ცხა­დე­ბით, მა­ში­ნაც კი, თუ დამ­ტ­კიც­დე­ბა, რომ თე­ბერ­ვ­ლის მოვ­ლე­ნე­ბი სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა იყო, თა­ნამ­დე­ბო­ბას მა­ინც არ და­ტო­ვებს. სა­პა­სუ­ხოდ, ვა­ჰი­დი ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს არ­ჩევ­ნე­ბის გა­და­წე­ვას. ზო­გი­ერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რი ნა­ში­დის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე და­კა­ვე­ბას მო­ითხოვს (დეკემბრის საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვ­ლე­ბი­სას უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თ­ლოს მო­სა­მარ­თ­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო შეთ­ქ­მუ­ლე­ბა­ში ბრალ­დე­ბის და 21 დღით და­პა­ტიმ­რე­ბის გა­მო).

ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას ითხოვს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბაც, მათ შო­რის ევ­რო­კავ­ში­რი, ამე­რი­კა და ინ­დო­ე­თი. თუმ­ცა, პრე­ზი­დენტ ვა­ჰი­დის თქმით, არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვ­ნა მხო­ლოდ შემ­დე­გი წლის აპ­რი­ლის­თ­ვის იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი – ამის მი­ზე­ზად მას წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ა­ში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი მოჰ­ყავს. თა­ნა­მე­გობ­რო­ბის 54 წევ­რ­მა ქვე­ყა­ნამ შეშ­ფო­თე­ბა გა­მოთ­ქ­ვა მხა­რე­ე­ბის შე­უ­თან­ხ­მებ­ლო­ბის გა­მო.

ზო­გი­ერ­თი მო­საზ­რე­ბით, პრე­ზი­დენტ ვა­ჰი­დის უკან გა­ი­უ­მი დგას და სწო­რედ ის კარ­ნა­ხობს ნა­ბი­ჯებს ქვეყ­ნის ლი­დერს. ცო­ტა ხნის წინ გა­ი­უმ­მა გა­ნაცხა­და, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შე­სა­ხებ სა­ერ­თა­შო­რი­სო მოთხოვ­ნე­ბი უკ­ვე გუ­ლის შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი­ა. თა­ვად ვა­ჰი­დის თქმით, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ა, ვი­ნა­ი­დან დი­დი პარ­ტი­ე­ბი არ­ჩევ­ნე­ბის­თ­ვის ჯერ მზად არ არი­ან და ეს ქვე­ყა­ნას ჩიხ­ში შე­იყ­ვანს. სტენ­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რის ხა­რის­ხის მქო­ნე პრე­ზი­დენ­ტი, ალ­ბათ, თვლის, რომ არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია ჯერ ჩი­ხამ­დე არ მი­სუ­ლა, თუმ­ცა ექ­ს­პერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, პო­ლი­ტი­კუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბის მი­საღ­წე­ვად ქვე­ყა­ნას დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვა დას­ჭირ­დე­ბა.

სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ მალ­დი­ვის კუნ­ძუ­ლებ­ზე პო­ლი­ტი­კის წარ­მარ­თ­ვი­სას დიდ როლს თა­მა­შო­ბენ ის­ლა­მუ­რი რა­დი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი და არ­სე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც ხში­რად გა­მო­დის რე­ლი­გი­უ­რი მო­წო­დე­ბე­ბით. მალ­დი­ვებ­ზე ის­ლა­მის გარ­და სხვა რე­ლი­გი­ის აღ­მ­სა­რებ­ლო­ბა აკ­რ­ძა­ლუ­ლია და ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეც მხო­ლოდ მუს­ლი­მი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს.

მალ­დი­ვე­ბი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბისგან და ინ­დო­ე­თის­გან იღებს დახ­მა­რე­ბას. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ვა­ლა­ლო­ა. ეს ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნაა რე­გი­ონ­ში, სა­დაც ტუ­რის­ტე­ბის რიცხ­ვი ამ წლის­თ­ვის არ გაზ­რ­დი­ლა, ინ­ფ­ლა­ცია 16 პრო­ცენტს აღ­წევს, ბი­უ­ჯე­ტის დე­ფი­ცი­ტი კი მთლი­ა­ნი ში­და პრო­დუქ­ტის 27 პრო­ცენ­ტი­ა.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები