ივანიშვილი პოლიტიკაში

ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს საერთაშორისო იურიდიული კომპანია Skadden-ი დაიცავს

კოალიცია ქართული ოცნების ინტერესებს საერთაშორისო იურიდიული კომპანია  Skadden-ი დაიცავს. ამის შესახებ ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილი კომპანია Skadden-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

,,Skadden-ს, ეს არის ცნობილი საერთაშორისო იურიდიული კომპანია, რომელიც დასახელდა 2012 წლის საუკეთესო იურიდიულ კომპანიად ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასევე 2012 წელს მოიპოვა IFLR (გამოცემა: საერთაშორისო ფინანსური სამართლის მიმოხილვა) ევროპისა და ამერიკის ჯილდო. Chambers Global-ის მიერ დასახელდა წლის საუკეთესო კომპანიად. აღნიშნულ ჯგუფში მოღვაწე 126 იურისტი შეყვანილია მსოფლიოს საუკეთესო იურისტთა სიაში. სწორედ ეს იურიდიული კომპანია დაიცავს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს, რომლის უფლებებიც დაირღვა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. უახლოეს მომავალში დაიწყება საქართველოს ხელისუფლებასთან დავა მსოფლიო ბანკთან არსებულ საინვესტიციო დავათა განხილვის საერთაშორისო ცენტრში" - აღნიშნულია განცხადებაში. 

კომენტარები