ცენტრალური ამერიკა

ბელიზში მარიხუანას დეკრიმინალიზაციას გეგმავენ

ცენტრალურ ამერიკაში მდებარე სახელწიფოში, ბელიზში მარიხუანას დეკრიმინალიზაციის საკითხთან დაკავშირებით მთავრობის კომისია შეიქმნა. Svobodanews–ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ქვეყანაში 10 გრამამდე მოცულობის მარიხუანას შენახვისთვის თავისუფლების აღმკვეთი ღონისძიებები გაუქმდება. გამოცემის ცნობით, იგი მცირე რაოდენობის ჯარიმით და სავალდებულო საგანმანათლებლო პროგრამით ჩანაცვლდება.

ლათინოამერიკული ქვეყნების ლიდერები ცდილობენ დაარწმუნონ აშშ, უარი თქვას მკაცრ ანტინარკოტიკულ პოლიტიკაზე. მათი მტკიცებით, მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებების ლეგალიზაცია აშშ–ში მძიმე ნარკოტიკული საშუალებების ტრანზიტს აღმოფხვრის.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცენტრალური ამერიკის სახელმწიფოების ლიდერების შეხვედრა აშშ–ის წარმომადგენლებთან 8 აგვისტოსაა დაგეგმილი.

 

კომენტარები