დიდი ბრიტანეთი

ვივიენ ვესტვუდი ბრიტანული კრეატიულობის სახე გახდება

ცნობილი ბრიტანელი დიზაინერი, პანკური მოდის დედოფალი ვივიენ ვესტვუდი საერთაშორისო სამთავრობო კამპანიის სახე ხდება. მისი სახე ბილბორდებზე ბრიტანულ კრეატიულობას განასახიერებს, რაც პროექტის „დიდი ბრიტანეთი“ ნაწილია.

პროექტი „დიდი ბრიტანეთი“ (GREAT Britain) ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, დევიდ ქემერონის ინიციატივით, საერთაშორისო მასშტაბით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნებში გაჩნდება ბილბორდები, რომლებზეც დიდი ბრიტანეთის ყველაზე ძლიერი მხარეების დემონსტრირება მოხდება, ტექნოლოგიებისა და ინოვაციის, ცოდნის, სპორტის, მემკვიდრეობის, მუსიკის, კრეატიულობის და სხვა კატეგორიებში. პროექტის ინიციატივა ქემერონმა ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში წამოაყენა. მისი მიზანია, ბრიტანეთი უცხოელებისთვის მოსანახულებლად, საცხოვრებლად, ინვესტიციების ჩასადებად კიდევ უფრო საინტერესო ქვეყნად წარმოაჩინოს. 

კომენტარები