სტიქია

მანილაში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

ძლი­ერ­ი წყალ­დი­დო­ბის გა­მო ფი­ლი­პი­ნე­ბის დე­და­ქა­ლა­ქი პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია. წყლის დო­ნის აწე­ვა კო­კის­პი­რულ­მა ტრო­პი­კულ­მა წვი­მებ­მა გა­მო­იწ­ვია, რაც, თავის მხრივ ტაიფუნის „საოლა“დამსახურებაა, რომელიც ფილიპინებს გასულ კვირას დაატყდა თავს და 53 ადამიანი შეიწირა, წყალდიდობის გამო დაღუპულთა რაოდენობა კი უკვე ცხრამეტს აღწევს.

მა­ნი­ლას 250 000 მცხოვ­რე­ბმა სახ­ლე­ბი უკვე და­ტო­ვა. და­ხუ­რუ­ლია სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბი, ოფი­სე­ბი, თითქმის ყველა მაღაზია, ასე­ვე შე­ჩე­რე­ბუ­ლია ბირ­ჟის მუ­შა­ო­ბა. მოსახლეობის ნაწილმა თავშესაფარი სკოლებსა და ტაძრებში იპოვა.

წყალ­დი­დო­ბამ ფი­ლი­პი­ნე­ბის დე­და­ქა­ლა­ქის ნა­ხე­ვა­რი და­აზა­რალა. აღსანიშნავია, რომ ზო­გი­ერთ რაიონში წყლის დო­ნე ორ მეტრსაც კი აღწევს.

ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში უსაფ­რ­თხო­ე­ბის მიზ­ნით ელექ­ტ­რო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბა შეწყ­ვეტილია. ამასთან, დატ­ბო­რილია ქა­ლა­ქის ძი­რი­თა­დი სატ­რან­ს­პორ­ტო არ­ტე­რიები. მაშველები ამბობენ, რომ იმ ადამიანების დახმარება, რომელთაც არ შეუძლიათ, დატბორილი რაიონებიდან გამოაღწიონ, ძალიან რთულია, რადგან მათი კატერები ძლიერ დინებაში შეფერხებით მოძრაობენ. 

მე­ტე­ო­რო­ლო­გე­ბი დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებენ და აცხადებენ, რომ მანილაში კვირის ბოლოსკენ გამოიამინდებს.

კომენტარები