საქართველო-აშშ

საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჩამოდის

-12 სექტემბერს საქართველოს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტომას მელია ეწვევა. ტომას მელიასთან ერთად თბილისში აშშ-ს უწყებათაშორისი დელეგაცია ჩამოდის.

დელეგაცია საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო მდგომარეობას შეაფასებს. მის შემადგენლობაში იქნებიან აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, თავდაცვისა და იუსტიციის დეპარტამენტების წარმომადგენლები.

,,დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და შრომის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტომას მელია და დელეგაციის წევრები გამართავენ მთელ რიგ შეხვედრებს, რომლის დროსაც დელეგაცია სთხოვს საქართველოს მთავრობას, აღასრულოს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ნორმები სამართლიანად, მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ; აგრეთვე სთხოვს პოლიტიკურ პარტიებს, აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში და დაიცვან კანონი."- აცხადებენ აშშ-ს საელჩოში. 

კომენტარები