საქართველო-აშშ

ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ს ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში აშშ-ს ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა.

"შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებასა და ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობას. ასევე, ისაუბრეს საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას". - წერია ქართული ოცნების განცხადებაში.

ქართული ოცნების ცნობით, ღარიბაშვილმა დანიგანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ს მხარდაჭერისთვის და ასევე, არაერთი მიმართულებით ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

"პარტიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი კონსტიტუციით არის განსაზღვრული და ეს კურსი შეუქცევადია". - წერია ქართული ოცნების განცხადებაში.

კომენტარები