საქართველო-აშშ

ვანო მერაბიშვილი აშშ-ს უწყებათაშორის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების უწყებათაშორის დელეგაციას შეხვდა. დელეგაციას დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ტომას მელია ხელმძღვანელობს. 

შეხვედრა საქართველოს მთავრობის კანცელარიაში შედგა და მას აშშ-ს ახალი ელჩი, რიჩარდ ნორლანდიც ესწრებოდა.

საუბარი შეეხო აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაგრძელებას, ასევე საქართველოში არსებულ ვითარებას, წინასაარჩევნო გარემოსა და საქართველოს მთავრობის სამომავლო გეგმებს. 

კომენტარები