ბაგრატის ტაძარი

ბაგრატის ტაძარში კურთხევის საზეიმო ცერემონია იმართება

დღეს ახლადაღდგენილ ბაგრატის ტაძრში კურთხევის საზეიმო ცერემონია იმართება. ცერემონიას ესწრება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. საქართველოს პრეზიდენტმა, ტაძარში მყოფთ სიტყვით მიმართა. 

ტაძარში ასევე იმყოფებიან პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, ასევე კოალიცია ქართული ოცნების და სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები. როგორც ცნობილია ცერემონიას არ ესწრება კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი.

კურთხევის ცერემონიაზე დასასწრებად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, მთავრობისა და ოპოზიციის წარმომდგენლებს 9 სექტემბერს მოუწოდა.

,,იქნება ბაგრატის ტაძრის კურთხევა. ტაძრის ამშენებელი მეფე ბაგრატი არის საქართველოს გამაერთიანებელი. ამიტომ ყველას, პოზიციას, ოპოზიციას, მთავრობას, მხედრობას და სრულიად საქართველოს მომავალ კვირას გიწვევთ ბაგრატის ტაძარში." - აღნიშნა ილია მეორემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ბაგრატის ტაძრის ეზოდან პოლიტიკურ ოპონენტებს 14 სექტემბერს, მიხეილ სააკაშვილმაც მიმართა.

,,შევ­თან­ხმდეთ, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კით­ხებ­ში ვართ ერ­თად და ყვე­ლას, მტერ­საც და მოყ­ვა­რე­საც ხმა­მაღ­ლა გან­ვუც­ხა­დოთ, რომ ყვე­ლა ჩვენ­გა­ნი პირ­ველ რიგ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ო­ტია და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ არის ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი, ლე­ი­ბო­რის­ტი, მე­ოც­ნე­ბე, მე­მარ­ჯვე­ნე, ნა­ცი­ო­ნა­ლი თუ მე­მარ­ცხე­ნე. ბაგ­რა­ტის ტა­ძა­რი უკ­ვე აღ­დგე­ნი­ლია, რო­გორც ერ­თი­ა­ნო­ბის, უკ­ვდა­ვე­ბის სიმ­ბო­ლო, რო­გორც გა­ტე­ხი­ლის აღ­დგე­ნის სიმ­ბო­ლო. მე ვუ­ერ­თდე­ბი პატ­რი­არ­ქის მო­წო­დე­ბას, რომ ყვე­ლა მო­ვი­დეთ ტაძ­რის კურ­თხე­ვა­ზე. არის სა­კით­ხე­ბი, რა­შიც არ შე­იძ­ლე­ბა გა­ყო­ფას გა­ვუს­ვათ ხა­ზი.“-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ბაგრატის ტაძრის აღდგენა 2009 წელს, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით დაიწყო.

კომენტარები