პენიტენციარული სისტემა

ბაქრაძე: სისტემაში ისეთი ზომები გატარდება, რაც პატიმრების ცემის განმეორებას გამორიცხავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის თქმით, პენიტენციალურ სისტემაში ისეთი ზომები გატარდება, რაც პატიმრების ცემის ფაქტების განმეორებას გამორიცხავს. ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარის მიერ გლდანის საპყრობილეში პატიმრების ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

”შეძრწუნებული და შოკირებული ვარ. ასეთი დანაშაულის ჩამდენების და ორგანიზატორების ადგილი არ არის იმ ახალ საქართველოში, რომელსაც ყველა ერთად ვაშენებთ. როგორც ადამიანს და როგორც პოლიტიკოსს, მიმაჩნია, რომ ყველა ეს ადამიანი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. ასევე უნდა დაისაჯოს ყველა ის თანამდებობის პირი, ვინც სისტემაში ამგვარი დანაშაულის არსებობა დაუშვა. გპირდებით, რომ ეს დანაშაული ბოლომდე იქნება გამოძიებული, ყველა დამნაშავე იქნება დასჯილი, სისტემაში კი ისეთი ზომები იქნება გატარებული, რომელიც სამომავლოდ ამგვარი დანაშაულის განმეორებას გამორიცხავს", - განაცხადა ბაქრაძემ.

 

კომენტარები