გლდანის მერვე საპყრობილის პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალის ავტორზე, ვლადიმერ ბედუკაძეზე, ინტერპოლმა საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.
ინტერპოლის ვებგვერდზე საპყრობილის ყოფილი მორიგე ოფიცირის ფოტო და პირადი მონაცემები დაიდო. დანაშუალის კატეგორიაში მითითებულია- სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა.
ბოლო ინფორმაციით ვლადიმერ ბედუკაძე ბრიუსელში იმყოფება.
შეგახსენებთ, გლდანის ციხეში პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალა 18 სექტემბერს გამოქვეყნდა.