ახალი მემარჯვენეები

დავით გამყრელიძე პოლიტიკიდან წავიდა

0 კომენტარი

ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარემ, დავით გამყრელიძემ პარტია დატოვა. პოლიტკიდან წასვლის შესახებ განცხადება დავით გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გაააკეთა.

,,მე ერთგული ვარ ჩემი სიტყვის, როგორც ყოველთვის.  მე ვთქვი, რომ თუ პარტია ვერ გადალახავდა ბარიერს და პარლამენტში ვერ მოიხვდებოდა, პარტიის თავმჯდომარედ ვერ დავრჩებოდი.  ამიტომ ვტოვებ ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარის პოსტს. ეს არის ჩემი ბოლო საჯარო გამოსვლა.’’-განაცხადა დავით გამყრელიძემ.

ახალი მემარჯვენეების უკვე ყოფილმა ლიდერმა პრეზიდენტის გუშინდელ მიმართვაზეც ისაუბრა. მისი თქმით, პრეზიდენტის ოპოზიციაში გადასვლა ღირსეული ნაბიჯია.

,,8 წლის განმავლობაში სააკაშვილის მწვავე ოპონენტი ვიყავი. მიმაჩნია, რომ ის არასწორი ნაბიჯებით მოქმედებდა და ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. მისი გუშინდელი გადადგმული ნაბიჯი, იყო ერთ-ერთი ღირსეული როგორც მისთვის, ისე ქვეყნისთვის. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ვნახავდი სააკაშვილს ამ გამოსვლით, როცა ის გამარჯვებას სხვას მიულოცავდა და ოპოზიციაში ღიად გადავიდოდა.’’-აღნიშნა დავით გამყრელიძემ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები