სამხედრო ომბუდსმენი

იგეგმება სამხედრო ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნა

ქართული ოცნების საკანონმდებლო ინიციატივა სამხედრო ომბუდსმენის პოსტის შექმნას ითვალისწინებს.

კანონპროექტის ავტორის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, სამხედრო ომბუდსმენი იზრუნებს ადამიანის უფლებების დაცვაზე უსაფრთხოების სექტორში, ასევე მედიატორის როლს შეასრულებს ამ უწყებებსა და ხელისუფლებას შორის.

ამას საჭიროდ მიიჩნევს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ალასანიაც. როგორც მან ტელემედიას განუცხადა, ”სამხედრო ომბუდსმენს დიდი დატვირთვა ექნება საქართველოში, რადგან თავდაცვის უწყება ჩაკეტილი იყო და ასობით არაადამიანური მოპყრობის ფაქტია დაფიქსირებული ჯარისკაცებისა და ოფიცრების მიმართ ხელმძღვანელობის მხრიდან.“

თავის მხრივ, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ თავდაცვის სისტემა დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით და ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ ჯარი დისციპლინაზე ყოფილიყო დამყარებული და არა კორუფციულ გარიგებებზე.

 

კომენტარები