მთავრობის ახალ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას პარლამენტმა 88 ხმით 54-ის წინააღმდეგ ნდობა გამოუცხადა.
საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი გახდა, ხოლო მინისტრთა კაბინეტი შემდეგნაირად გამოიყურება:
ეკონომიკის მინისტრი - გიორგი კვირიკაშვილი.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - დავით ნარმანია.
ფინანსთა მინისტრი - ნოდარ ხადური.
განათლების მინისტრი - გიორგი მარგველაშვილი.
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი - დავით დარახველიძე.
ენერგეტიკის მინისტრი - კახა კალაძე (ამავე დროს ვიცეპრემიერი).
გარემოს დაცვის მინისტრი - ხათუნა გოგალაძე.
ჯანდაცვის მინისტრი - დავით სერგეენკო.
შინაგან საქმეთა მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი.
თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ალასანია (ამავე დროს ვიცეპრემიერი).
იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი.
სასჯელაღსრულების მინისტრი - სოზარ სუბარი.
სოფლის მეურნეობის მინისტრი - დავით კირვალიძე.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლევან ყიფიანი.
საგარეო საქმეთა მინისტრი - მაია ფანჯიკიძე.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი - გურამ ოდიშარია.
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - კოტე სურგულაძე.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ალექსი პეტრიაშვილი.
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - პაატა ზაქარეიშვილი.
დასაქმების სახელმწიფო მინისტრი - კახა საკანდელიძე.