ტაბულას რედაქცია

ჟურნალი ტაბულა ყოველთვიურ რეჟიმზე გადადის

ყოველკვირეული საინფორმაციო-ანალიტიკური ჟურნალი ტაბულა ყოველთვიურ რეჟიმზე გადადის. ტაბულა მომხმარებლებს მიმდინარე ამბების შესახებ ინფორმაციასა და კომენტარს ტელევიზიის მეშვეობით შესთავაზებს, ხოლო ბეჭდური გამოცემა უფრო მეტად ანალიტიკური გახდება.

ჟურნალი შეინარჩუნებს ინგლისურენოვან ბეჭდურ გამოცემასაც, რომელიც კვლავინდებურად ყოველთვიურად გამოვა. შენარჩუნდება ტაბულას ორენოვანი ონლაინგამოცემაც.

ტაბულა 2010 წლის 15 მარტიდან გამოდის. მისი მისია იყო და რჩება: პოლიტიკური პლურალიზმისა და თავისუფალი ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვა.

ჟურნალის მსგავსად, ახალი ტელევიზიის დამფუძნებელი „სამოქალაქო განათლების ფონდი“ იქნება. ფონდის გამგეობის წევრები არიან: თამარ ჩერგოლეიშვილი, გია ნოდია, გიგა ზედანია, ბაადურ მალაზონია, ლევან რამიშვილი, ალექსი მაჭავარიანი, ბექა მინდიაშვილი, დავით პაიჭაძე, კახა ბენდუქიძე, გიორგი ფრუიძე, ნინო გოგიბერიძე, დავით კოვზირიძე, ირაკლი საღინაძე, ქეთევან დევდარიანი, გიორგი ლიფონავა.

 

კომენტარები