გაფიცვა

ეკონომიკის სამინისტრო: ტრანსპორტის გამართულად ფუნქციონირების საკითხი მერიის კომპეტენციაა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლების გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სამინისტრო თბილისის მერიას პასუხისმგებლობის თავიდან არიდებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საქალაქო ტრანსპორტის გამართულად ფუნქციონირება მერიის კომპეტენციაა.

,,დედაქალაქის მერია ვალდებულია, უზრუნველყოს აღნიშნული სტრუქტურების გამართული ფუნქციონირება და მათ გარშემო არსებული ნებისმიერი საკითხის თუ პრობლემის მოგვარება. ამდენად, თბილისის მერის მიერ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის პირდაპირი ეთერით 11 ნოემბერს გაკეთებული გაცხადება არის პასუხისმგებლობის თავიდან არიდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კიდევ ერთხელ ცალსახად აფიქსირებს, რომ თბილისის საქალაქო ტრანსპორტის გამართულად ფუნქციონირების საკითხი არის თბილისის მერიის კომპეტენცია და შესაბამისად, სწორედ მერია არის ვალდებული, აღნიშნული პრობლემა თავადვე მოაგვაროს“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში. 

თბილსის მერმა, გიგი უგულავამ, რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ მძღოლების გაფიცვის შეწყვეტის მიზნით, შპს სატრანსპორტო კომპანიის მართვას მთავრობას სთავაზობს.

შეგახსენებთ, თბილისში რამდენიმე დღეა ყვითელი ავტობუსების მძღოლები გაფიცულები არიან. მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება, გარდა ერთისა, თბილისის მერიამ საკუთარ თავზე აიღო. რაც შეეხება ხელფასების გაზრდის მოთხოვნას, მერიაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს ეს შეუძლებელია. 

კომენტარები